დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავს ეხმაურება:
„9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების, ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.
ამ ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ამავე დროს, მომავალ თაობებს გადავცემთ, თუ როგორ გააერთიანა ამ დღემ სრულიად საქართველო, ერთ მუშტად შეკრა საერთო მიზნისთვის, სანუკვარი იდეისთვის- ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ.”-წერს თბილისის მერი სოციალურ ქსელში.
9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების, …
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Tuesday, April 9, 2024