პროდიუსერი კახი მამულაშვილი, იგივე მამულიჩა სოციალურ ქსელში წერს, რომ ლელა წურწუმიას ფეიჯზე ტროლ ბოტები გააქტიურდნენ.
როგორც მამულიჩა აღნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან.
„ეს ტროლ ბოტები ძალიან გააქტიურდით ამ ლელას ფეიჯზე, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს.
ცოტა ადეკვატურები იყავით და ქართულად წერეთ საყვარლებო…მიხარია რო არსებობთ, ესე იგი სწორი მიმართულებით მივდივართ.
გკოცნით. კიდევ დიდი ხანი მოგიწევთ ლელას მოსმენა, გაუძელით”, – წერს მამულიჩა.
ვიდეო: „ლელა, მა სი მიორქ” – ლელა წურწუმიამ Non Stop Band-თან ერთად კონცერტი გამართა
ფოტო: „ულამაზესი გარემო და შესანიშნავი ლელა” – კადრები ლელა წურწუმიას და NonStop band-ის კონცერტიდან
