რა არის იდეალური საჩუქარი, რომელიც ემოციასაც შექმნის და სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს? ამ თემაზე ციფრულმა ფსიქოლოგმა თაკო მელიქიშვილმა ისაუბრა, როდესაც მან საახალწლო ყავის სასაჩუქრე ბოქსი მიიღო და მასში განთავსებული თითოეული საჩუქარი შეაფასა.
მისი თქმით, საჩუქრის ფერი და ამ კონკრეტულ სასაჩუქრე ბოქსში განლაგებული შიგთავსი პირდაპირ გავლენას ახდენს ემოციაზე, განწყობაზე და ახალ წელთან დაკავშირებულ მიზნებზე.
„ამ კონკრეტულ ყავის ბოქსში არსებული ფერები და ნივთები კონკრეტულ ემოციას, განწყობას და მიზანს აძლიერებს. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თუ რა ფერის ბოქსს ვირჩევთ საყვარელი ადამიანისთვის. ეს ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია 2026 წლისთვის“, – აცხადებს თაკო მელიქიშვილი.
მომავალი ახალი წლისთვის თაკო გამოყოფს ოთხ მთავარ ფერს – ოქროსფერს, ყავისფერს, მწვანეს და წითელს, რომლებიც, მისი თქმით, საუკეთესო ენერგიას იზიდავს:
„ამ ფერების მიხედვით ჩვენ ვიზიდავთ დადებით ენერგიას 2026 წელს.
მწვანე ფერს ჯანმრთელობა და ბედნიერება მოაქვს, წითელი – სიყვარულს და ვნებას უკავშირდება. ოქროსფერი, რომელიც წლის წამყვანი ფერია – ფინანსური კეთილდღეობისთვის საუკეთესოა, ყავისფერი – ბარაქასთან ასოცირდება.
ეს სასაჩუქრე ყავის ბოქსი უბრალოდ საჩუქარი არ არის – ეს არის წარმატება, ბედნიერება და სიხარულის ენერგია 2026 წლისთვის.
აქ დევს შოკოლადები, რომ მოიზიდოთ სიტკბო თქვენს ცხოვრებაში. სანთლები, რომლებიც საახალწლო სუფრისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ. განსაკუთრებით კარგია ოქროსფერი, მზისფერი სანთელი, ბრჭყვიალა – ფინანსური კეთილდღეობისთვის საუკეთესო შენაძენია ეს სანთლები. საახალწლო სუფრაზე სულ უნდა იყოს ანთებული. ამ სასაჩუქრე ყუთში წლის სიმბოლოა – ცხენი, ცეცხლოვანი წითელი ცხენის წელი მოდის – ნიშნავს მოძრაობას, ენერგიას და სტაბილურობას. გირჩი- საუკეთესო გადაწყვეტილებაა რომ დადოთ სუფრაზე ან ნაძვის ხესთან და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები.
თუ გსურთ, რომ ეს ემოცია გაიზიაროთ, აუცილებლად შეიძინეთ ჯადოსნური სასაჩუქრე ყავის ბოქსები – ეს ნამდვილად საახალწლო მაგიაა. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ოთხივე ფერის ბოქსი, საოცარი სიურპრიზები დაგხვდებათ და ვფიქრობ საუკეთესო საჩუქარი იქნება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ასევე კოლეგებისთვის, თანამშრომლებისთვის, მეგობრებისთვის, მშობლებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის.
ამ სასაჩუქრე ბოქსში არსებული თითოეული ნივთი და ფერი შეავსებს 2026 წლის ენერგიას – რომ იყოს ბედნიერი, წარმატებული და იღბლიანი. გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს“, – ამბობს თაკო მელიქიშვილი.
