LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უდიდესი ტკივილია… დავკარგეთ ღირსეული კოლეგა, საიმედო მეგობარი და ადამიანი, რომელმაც ცოდნით, თავდადებითა და კეთილი გულით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა“ – გარდაიცვალა ექიმი გოჩა შავგულიძე

192
გოჩა შავგულიძე

ცნობილი ექიმი – ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, რადიოლოგი და ექოსკოპისტი გოჩა შავგულიძე გარდაიცვალა.

გოჩა შავგულიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ჩვენი კლინიკის ერთგულ მეგობარსა და გამორჩეულ ექიმს გოჩა შავგულიძეს. ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის.

ბატონი გოჩა ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონის“ დაარსების დღიდან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო და უდიდესი წვლილი შეიტანა კლინიკის განვითარებაში. წლების განმავლობაში იგი არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა პაციენტებს, არამედ განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი, ყურადღებითა და სიკეთით ქმნიდა ნდობასა და იმედს თითოეულ ადამიანში, ვინც მასთან ხვდებოდა.

დავკარგეთ ღირსეული კოლეგა, საიმედო მეგობარი და ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნით, თავდადებითა და კეთილი გულით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი კლინიკის ისტორიაში.

მისი ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენი დიდი ოჯახის გულებში.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ უმძიმეს დანაკლისს“, – აღნიშნულია ფრანგული სამედიცინო ცენტრის „კახეთი-იონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ჩვენი კლინიკის ერთგულ მეგობარსა და გამორჩეულ ექიმს გოჩა შავგულიძეს. ეს არის უდიდესი…

Posted by კახეთი იონი / Kakhetie Yonne on კვირა, 01 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g