LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უიღბლობა აღარ არის: საქართველომ ირლანდიასთან ისევ წააგო (ვიდეო)

111

საქართველოს ნაკრებმა დუბლინის „ავივას“ სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი ირლანდიასთან გამართა.

მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ირლანდიელთა კაპიტანმა, შეიმუს კოულმენმა გაიტანა. მთელი მატჩის განმავლობაში ვლადიმერ ვაისის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ოქტომბერს ჩარტერული რეისით კარდიფში გაემგზავრება და მესამე ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება. უელსისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, 9 ოქტომბერს “კარდიფ სიტის” სტადიონზე შედგება.

საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.
ავსტრია-უელსი 2:2
მოლდოვა-სერბეთი 0:3

ვლადიმირ ვაისის მატჩის შემდგომი კომენტარი:

“პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიას. ეს კარგი გუნდია, რომელსაც ჩინებული მწვრთნელები ჰყავს. თამაშს რაც შეეხება, როდესაც გოლის გატანას ვერ ახერხებ, რჩები ხელცარიელი, თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, სამი საგოლე მომენტი შევქმენით და მოედნის შუაში კარგად გამოვიყურებოდით, სადაც გამოვყოფდი ვალერი გვილიას, რომლისთვისაც ეს სადებიუტო თამაში იყო. ხუთ თვეში შედეგის მიღწევა რთულია, თუმცა, ჩვენ ავსტრიასთანაც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დღესაც. გვაქვს 0 ქულა, ამას კი მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ. მართალია, არ გაგვიმართლა, მაგრამ მე გუნდს შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაცვაში არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და განსაკუთრებით კოულმენისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ის გადასარევი ფეხბურთელია, ერთი შანსი მიეცა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს ერთი შეცდომა მეტად ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყუროთ. ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, ის, რომ ჩემმა გუნდმა ირლანდიაში კარგი თამაში აჩვენა, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ეს ცუდი შედეგი იყო.”
ირლანდია – საქართველო 1:0

დუბლინი, ავივას სტადიონი

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, დაფი, კლერკი, უორდი, მაკარტი, ჰენდრიკი, ბრეიდი (79’ ველანი), მაკლინი, უოლტერსი, ლონგი (90’ ოში)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვკსი (90’ კობახიძე), გვილია, დაუშვილი (90’ კაჭარავა), ანანიძე (73’ სხირტლაძე), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, მჭედლიძე

გაფრთხილება: ჰენდრიკი (83), მჭედლიძე (87)

გოლი: 1:0 კოულმენი (56)

 

https://www.youtube.com/watch?v=W7Jj6VOSDcU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g