LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უკვე ჩემი სიცოცხლის საკითხს ეხება – საჩივარში მოვითხოვთ, მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა, იმიტომ, რომ მე არ მაქვს საშუალება დაცვით ვიარო. გამოდის, არათუ საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული“ – მიშა ანდღულაძემ

285
მიშა ანდღულაძე

„საჩივარში მოვითხოვთ, რომ მე მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა, იმიტომ, რომ მე არ მაქვს საშუალება დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული“, – ამის შესახებ იუმორისტმა, მიშა ანდღულაძემ ჰააგაში მასზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიშა ანდღულაძემ „tv პირველთან“ საუბრისას თქვა, აღნიშნულ საქმეზე, თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. იუმორისტი დაზარალებულად ცნობასა და დაცვის დანიშვნას ითხოვს და ამბობს, რომ ბულინგი და მუქარები სოციალურ ქსელში მისი მისამართით ამ დრომდე გრძელდება:

„ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ მე იმიტომ დამესხნენ თავს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვუწოდე რუსები, რაც აბსოლუტური ტყუილია. ეს უკვე ჩემი სიცოცხლის საკითხს ეხება.

„ჰააგის პოლიცია ჩართულია, ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე“ – იუმორისტი მიშა ანდღულაძე ამბობს, რომ ნიდერლანდებში უცნობი პირები დაესხნენ თავს

3 მარტს, სოციალურ ქსელში ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. პოსტის ავტორი წერდა, რომ კადრებზე აღბეჭდილია, რომ ადგილობრივი ქართული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საჩივარში მოვითხოვთ, რომ მე მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა, იმიტომ, რომ მე არ მაქვს საშუალება დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული.

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, რომ ყველა თითქოს მომართულია, რომ თურმე დამაკლდა და კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. გამოვიდა, რომ კმაყოფილები არ დარჩნენ ადამიანები.

შემზადება მიდის, რომ თითქოს უნდა მოხდეს რაღაცა ფატალური და სანამ ფატალური მოხდება იქამდე თუ არ ვუშველეთ, ეს ჯოჯოხეთია. ძალადობაში შეჯიბრის სტატისტიკაში აღმოვჩნდი, როგორც ჩანს. კომედიანტს, რომ ხუმრობის გამო თავს ესხმიან, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ“. – განაცხადა მიშა ანდღულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g