LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი: მელია სააკაშვილის ჩამოსვლაზე

152
ნიკა-მელია

მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი, – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამ განცხადებით, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხს ეხმაურება.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს უნდა იყოს ძალიან მშვიდონიანი აქტი.

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლას, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ მართლაც გადამწყვეტი პერიოდია სახელმწიფოსთვის 2 ოქტომბერს, ჩემი ღრმა რწმენით განისაზღვრება მომდევნო 10 წლის ბედი ამ სახელმწიფოსი. როდესაც ხარ ამაში დარწმუნებული და ქვეყნის მიღმა, რა თქმა უნდა, გექნება სურვილი, რომ ჩამოხვიდე. მე მაგალითად მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი.

მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი. დიახაც, არ მიეცეს იოტისოდენა შესაძლებლობაც კი “ქართულ ოცნებას” პროვოკაციის მოწყობის და დესტაბილიზაციის დაბრალების შესაძლებლობა “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით. ეს აქტი იქნება ხაზგასმით მშვიდობიანი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მთავარია ჩვენ მორალურად წელში გამართულები ვიყოთ, არ მივცეთ ოლიგარქს თითის გამოშვერის შესაძლებლობა,“ – აცხადებს ნიკა მელია.

magti 5g