LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ვერეს ხეობაა, რომელმაც არაერთხელ გაგვცა პასუხი” – ნაგავი ისევ საფრთხეს ქმნის

156

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია დანაგვიანებული თბილისის ფოტოებს ავრცელებს.

მათი ცნობით, ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორია უკანონო ნაგავსაყრელად არის ცნობილი.

ფოოზე ჩანს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამშენებლო ნარჩენები.

ფოტოები 2018 წლის11 მარტს არის გადაღებული.

“ეს ვერეს ხეობაა! ეს უნივერსიტეტის ქუჩიდან ნაფეტვრებისაკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიაა, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით.

ის რაც ვიხილეთ, რთულია სიტყვებით შეფასდეს. საკმაოდ დიდი ფართობი გადაქცეულია უკანონო ნაგავსაყრელად, სადაც ნახავთ, როგორც სამშენებლო, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აქ განსაკუთრებით ღამის საათებში, პირდაპირ სატვირთო მანქანებიდან ცლიან სამშენებლო ნარჩენებსა და ნაგავს, თუმცა არც დღისით ერიდებიან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

მდინარე ვერემ არაერთხელ გაგვცა პასუხი მის მიმართ ასეთი არაადამიანური მოპყრობის გამო. ვითხოვთ შესაბამისი სამსახურებისგან ტერიტორიის დასუფთავებას და აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას!”

magti 5g