LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ყველაფერი აქ მოქეიფე ადამიანების ჩადენილია, ასეა მთელი საქართველოს ტყეები გაუბედურებული და დაბინძურებული” – რა ვიდეოს აქვეყნებს ჯაბა კილაძე

233
ფორტუნა - 2023-08-15T171811.198

მსახიობი ჯაბა კილაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ არის დაბინძურებული ტყე ადამიანების მიერ.

„ძალიან კარგ ადგილას ვარ, საქეიფოდ სკამები და მაგიდებია  ჩადგმული სპეციალურად, საქეიფო ადგილია. ტყეც ისეთი კარგია. საოცრად ლამაზ ადგილას ვარ, მაგრამ ღმერთო, დიდებულო, რამდენი ნაგავია. ეს ყველაფერი აქ მოქეიფე ადამიანების ჩადენილია. ასეა მთელი საქართველოს ტყეები გაუბედურებული და დაბინძურებული.

ტყეში და ბუნებაში ამ ყველაფრის შემოქმედი ადამიანი არის თუ არა სოციალური ცხოველი, გარკვეულწილად?

შეიძლება უარესიც.

ცხოველებს რას ვერჩით, ისინი ბუნებაში ჩვეულებრივ ცხოვრობენ და ადაპტირდებიან. ჩვენი შემოშვება ბუნებაში კი ამ კატასტროფას იწვევს“, – ამბობს ჯაბა კილაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები