„ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტისთვის მოხსნასთანაა დაკავშირებული“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმდნენ. „ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ თურქულმა მხარემ ბევრი გააკეთა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად. „მე უკვე ვთქვი, რომ თურქეთის რესპუბლიკამ და პირადად პრეზიდენტმა ერდოღანმა ბევრი გააკეთეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნა პუტინმა.