LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება“ – ალასანია გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი იყოს

191
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„მე პირადად გამოვრიცხავ. რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია“, – ასე ეხმაურება გიული ალასანია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნების დროს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს.

მესამე პრეზიდენტის დედა ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს.

სააკაშვილი: მათ გასაგონად, ვინც ჩემზე საუბრისას „ადეკვატური მკურნალობით“ იფარგლება – სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნისთვის თავი გავწირე, დარწმუნებული ვარ, ხალხი გამათავისუფლებს, თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას

„მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში, თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად“ – მიხეილ სააკაშვილი

„ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. პირველ რიგში, არ ველოდები, რომ ის საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, არა მგონია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, ჩემი ხედვით არის სუსტად და ველოდებით, რომ კიდევ დამატებითი გამოკვლევა იქნება“, – ამის შესახებ გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრად დასახლება არ გამორიცხა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის როლი მომავალ არჩევნებში დიდი იქნება.

ქადაგიშვილი: „წინა სეზონი იყო: მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს, ამ სერიალმა მაყურებელი დაკარგა, ახალი სერია იწყება – სააკაშვილი პრემიერად“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g