LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ყველაფერი საქართველოს წარმატების დასაწყისია, რომელიც მთავრობის მიერ გასატარებელ მნიშვნელოვან რეფორმებზე გადის” – ლევან დავითაშვილი

138
ლევან-დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება პროდუქტიულობის ზრდის გარეშე რთული იქნება. ლევან დავითაშვილის თქმით, სწორედ ამ საკითხზე გაკეთდა აქცენტი მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაციაზე.

„აღნიშნული იყო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა გააჩნია და ქვეყნის რეალური ტრანსფორმაცია მოხდა. 10 წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, მათ შორის საქართველომ მოახერხა და 10-წლიან პერსპექტივაში სიღარიბის დონე გაანახევრა, რაც ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ამასთან, საქართველომ საერთაშორისო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა და ესეც იყო პრეზენტაციაში აღნიშნული. 2019 წელს საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა გახდა.

კოვიდპანდემიის შემდეგაც კი, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

"კოვიდპანდემიის შემდეგაც კი, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ძლიერი მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და ბიზნესსექტორის რეფორმითაა განპირობებული".

ეს ყველაფერი საქართველოს წარმატების დასაწყისია, რომელიც მთავრობის მიერ გასატარებელ მნიშვნელოვან რეფორმებზე გადის, სადაც ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას მოვიაზრებთ. აქ საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკის შემდგომი ზრდა ჩვენ უკვე საქართველოში პროდუქტიულობის გაზრდის გარეშე გაგვიჭირდება და მთელი აქცენტი დღევანდელ პრეზენტაციაზე პროდუქტიულობაზე, უნარებზე და იმაზე კეთდებოდა, რომ ჩვენი მუშახელი უფრო კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი იყოს. საქართველომ უნდა მოახერხოს განათლების დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლება, უფრო ადეკვატური უნდა იყოს განათლება, რათა მოხდეს პროდუქტიულობის ზრდა კომპანიების დონეზე“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, რასაც სახელმწიფო პროდუქტიულობის გასაზრდელად აკეთებს, იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიების შემოღება, ინოვაციების დანერგვას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – ამ მხრივ ცალსახად აღიარებულია, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფოს პარტნიორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g