LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესეც ოთხი: რონალდომ ოქროს ბურთი მოიგო

43

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მეოთხე „ოქროს ბურთი“ მოიგო.
თუმცა მის წასაღებად არ მისულა.

„სამეფო კლუბის“ ლიდერმა „ბარსელონელ“ ლიონელ მესის და „ატლეტიკოს“ ანტუან გრიზმანს აჯობა.

ხმის მიცემა სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარდა.

რონალდო დაჯილდოების ცერემონიაზე არ მივიდა, რადგან გუნდთან ერთად იაპონიაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება.

2015/16 წლების სეზონში რონალდომ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო.

„ჩემთვის დიდი პატივია „ოქროს ბურთის“ მიღება. ისეთივე ემოცია მაქვს როგორც პირველი პრიზის მიღებისას. ოცნება კვლავ რეალობად იქცა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოთხჯერ მოვიგებდი. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემ პარტნიორებს ნაკრებსა და „რეალში“. ამაყი და ბედნიერი ვარ“, – უთხრა კრიშტიანომ Reuters-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები