LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესემესი“ მიუვიდათ თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდებაო… ის ის იყო სამალავში ჩავიდნენ, აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს… რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა, ჩამოიშალა ჩემების კორპუსიც “ – რას წერს ინფლუენსერი, რომლის ემიგრანტი და სასწაულებრივად გადაურჩა ირანის მიერ ისრაელის დაბომბვას

1259
დავით შეროზია, თეა შეროზია

ინფლუენსერი, დავით შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ემიგრანტი დის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ინფლუენსერის და, თეა შეროზია, რომელიც უკვე წლებია ისრაელში ცხოვრობს სასწაულებრივად გადაურჩა ქალაქ ბათ-იამში ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.

როგორც დავით შეროზია წერს, ირანის მიერ ნასროლი რაკეტა მისი ემიგრანტი დის საცხოვრებელი ბინის მეზობელ კორპუსს დაეცა და დაანგრია.

აფეთქების ტალღის სიძლიერემ კი მისი დის კორპუსიც ჩამოშალა:

„რადგან ამდენი კითხვაა ცალ-ცალკე რომ არა ერთად მოგიყვებით…
თეა და ანკა კარგად არიან… ცუგა „რიკიც გადარჩა და ჩიტიც (სახელი არ ვიცი).
დილას მძინარეს მეგობრის ხმა ჩამესმა, რომელიც ტელეფონში საუბრობდა (ეკას უყვებოდა) გუშინ „ბათიამი“ დაიბომბა თქვენები როგორ არიანო…

როგორ ჩავრთე ტელეფონი არ ვიცი დედაჩემის 100ზე მეტი გამოტოვებული ზარის ნოტიფიკაციები აჭრელდა ტელეფონი… სანამ კავშირზე გავედი არ ვიცი, რა განვიცადე…
წუხელ უკვე დაძინებას აპირებდნენ „ესემესი“ მიუვიდათ თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდებაო… წამოხტნენ „პიჟამოებით“ და ის იყო სამალავში ჩავიდნენ რომ აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს… რასაც ბიძგები მოჰყვა…

სამალავში მტვერი შემოიყარა… რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა… ის ნაწილი სადაც გოგოების საძინებლები იყო… მიუხედავად იმისა რომ ბეწვზე გადარჩნენ… მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის ნაშრომ ნაწვალები ნივთები, ავეჯი ტექნიკა ნანგრევებმა ჩაიტანა.

ჩემი „რკინის ემიგრანტი“ დაიკო მაინც ამბობს არაფრის მეშინიაო დაინგრაო კიდევ ვიშრომებ, კიდევ ვიწვალებ, და თავიდან შევქმნიო… მთავარია ცოცხლები გადავრჩითო.. ისეთ „დუხზეა“ არ ვიცი… რა მაქვს სატირელი ღმერთის მადლით ცოცხლები ვართო…

თქვენ არაფერზე არ იდარდოთო აქეთ გვაწყნარებს მე და ჩემს მშობლებს… ვაჟკაცსა გული რკინისაო ამ გოგოზეა ნათქვამი იმიტომ კი არა რომ ჩემი დაა უბრალოდ ეგეთია… მე აქ ხელ ფეხ შეკრული ვერაფერს ვერ ვშველი ბოღმისგან და სიბრაზისგან ლამის არის გავსკდე… უსუსურობისგან სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ… რას ვეტაკო არ ვიცი და ის კიდე მე მაწყნარებს… იცინის და ცდილობს რამე ისეთი მითხრას რომ გამაღიმოს  ძალიან მიყვარხარ

თეა შეროზია გამძლეობა შენ და ანკას… ძალიან მენატრებით გამძლეობა ისრაელის „ქართულ დიასპორას“ და გამძლეობა ებრაელ ხალხს…“ – წერს შეროზია.

რადგან ამდენი კითხვაა ცალცალკე რო არა ერთად მოგიყვებით… თეა და ანკა კარგად არიან… ცუგა"რიკიც გადარჩა და…

Posted by David Sherozia on კვირა, 15 ივნისი, 2025

მოგვიანებით თეა შეროზიამ ტვ „პირველის“ ეთერში თავად ისაუბრა, თუ როგორ გადაურჩა დაბომბვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g