LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ესენი არიან სახელოვანი და ღირსეული ადამიანიები, რომლებსაც სასამართლო არ უნდა გაექცეს” – ადვოკატის თქმით, ზვიადაურის თავდებობის წრე გაიზარდა

168
Untitled

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის თავდებობის წრე გაიზარდა.

“ესენი არიან სახელოვანი და ღირსეული ადამიანიები, რომლებსაც სასამართლო არ უნდა გაექცეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ტარიელ მურმანიშვილი ამბობს, ზვიადაურის პოზიცია ბრალეულობასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სააპელაციო სასამართლოში საქმე ჯერჯეობით არ შესულა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციოში საქმე დღეს შევიდა, სასამართლომ დღესვე იმჯელოს.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g