ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.