მსახიობი, პენელოპა კრუსი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია, თუკი რამდენიმე თვის წინ ის გამოცემა „მარი ქლერის“ ახალი ნომრის გმირი გახდა და ყველა მოაჯადოვა, ახლა ესპანური InStyle-ის მაისი ნომრის გარეკანი დაამშვენა.
ესპანელმა ქალღმერთმა ფოტოსესიისთვის არაერთი გამორჩეული ლუქი მოირგო, მის ჩაცმულობაში წითელი და შავი ფერები ჭარბობდა.
46 წლის პენელოპა კრუსი „მარი ქლერის“ გარეკანს ამშვენებს
ფოტო: ალმადოვარი ახალ ფილმს იღებს და ისევ პენელოპა კრუსს ირჩევს
ცნობისთვის, 71 წლის ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმადოვარი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლებს, სწორედაც რომ მისი ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობი, პენელოპა კრუსი შეასრულებს. „პარალელური დედები“, – ასე ერქმევა ფილმს, რომლის გადაღებების დაწყებაც ლეგენდარული რეჟისორის ძმამ, აგუსტინ ალმადოვარმა სოციალური ქსელის საშუალებით გვაუწყა.