ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 21 ივნისიდან საზღვრები გახსნას. დასაწყისისთვის ქვეყანაში შესვლას მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი სახელმწიფოების წარმომადგენლები შეძლებენ. გამონაკლისი იქნება პორტუგალია და როგორც აქამდე იყო დაანონსებული, მეზობელთან მიმოსვლას ესპანეთი პირველი ივლისიდან აღადგენს.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანა ჯერ ისევ ძველი უფლებებით სარგებლობს, ამიტომ ესპანეთში მოგზაურობას ბრიტანელებიც 21 ივნისიდან შეძლებენ.
ესპანეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ქვეყანაში ივლისიდან შეუშვას და ამ დროისთვის ტურიზმი ყოველგვარი თვითიზოლაციისა და სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავრიუსით 290 289 ადამიანია ინფიცირებული და გარდაცვლილთა რაოდენობა 27 136 აღწევს.
‼?? will open its borders
W EU & Schengen area countries as from 21 June with the end of the state of alarm + end of quarentene (#Portugal 1 July)
W third countries as from 1 July depending on epidemiological situation & w safety measures @MAECgob pic.twitter.com/nxXopwlJVn
— Arancha González (@AranchaGlezLaya) June 14, 2020