LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი ცხინვალის რეგიონს საქართვლოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს – ესპანეთის საგარეო უწყება

76

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა.

„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული გაეროს წევრი თითქმის არცერთი ქვეყნის მიერ. საქმე ეხება დე-ფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არც ერთ სახელმწიფოში. ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”,- ნათქვამია ესპანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g