ესპანეთის ტრანსპორტისა და მდგრადი მობილობის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ქვეყნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გერმანული Deutschlandticket-ის მსგავსი ერთიანი სამგზავრო ბილეთის შემოღება დააანონსა.
ესპანეთში ახალი ერთიანი სამგზავრო ბილეთის მეშვეობით, ფიქსირებული ტარიფით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება მატარებლით, ავტობუსით, მეტროთი და ტრამვაით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. გამონაკლისი მხოლოდ ჩქაროსნული მატარებელი იქნება.
მინისტრის თქმით, პროექტი Billete Único 2026 წლიდან განხორციელდება. ერთიანი სამგზავრო ბილეთის ღირებულება თვეში 30 ევროდან 49 ევრომდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ევროკავშირის მეხუთე ქვეყანა გახდება, რომელიც მოგზაურებს ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ერთიან სამგზავრო ბილეთს შესთავაზებს. ის უკვე მოქმედებს გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და საფრანგეთში.