LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი ვაქცინირებულ ტურისტების ივნისიდან მიიღებს

76
1-fDJ5iR6Qw5b1Fe84MYKrpg

ესპანეთი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას ივნისის თვიდან გეგმავს – ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მინისტრმა ტურიზმის საკითხებში ფერნანდო ვალდესმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ესპანეთი საპილოტე ციფრული სერთიფიკატების სქემაში მაისში ჩაერთვება და ვაქცინირებული, კოვიდ 19-სგან განკურნებული და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ტურისტების მისაღებად, ივნისში მზად იქნება.

შეგახსენებთ, COVID-პასპორტის გაცემის პრაქტიკის დანერგვას საქართველოც აპირებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც COVID-პასპორტში უნდა აისახოს.

„ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g