ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარმა 11 დასახლება დააზარალა. ამ დროისთვის დამწვარია ხუთი ათასი ჰექტარი.
კანარის კუნძულების საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, შაბათის შუადღის მონაცემებით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 26 ათასი ადამიანი.
ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს, ამიტომ, გაუარესებული პირობების გამო, კვირას ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება.