ესპანეთი აპირებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთი სამგზავრო შემოიღოს. ბარათი გაყიდვაში 2026 წლიდან ჩაეშვება, წერს Railtech.com.
ახალი სამგზავრო მოიცავს მატარებელს, ავტობუსებს, მეტროს და ტრამვაის ქვეყნის 17-ვე რეგიონში.
მომავლის ბილეთის ფასი ჯერ არ ზუსტდება. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ მგზავრებს თვეში 30-დან 49 ევრომდე თანხის გადახდა მოუწევთ.
ესპანეთი გახდა ევროპის მეხუთე ქვეყანა, სადაც მთელს ტერიტორიაზე ერთი სამგზავრო ბარათით გადაადგილებაა შესაძლებელი. წარსულში ასეთი ბილეთები გამოჩნდა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიასა და საფრანგეთში.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში მავნე გამონაბოლქვის მეოთხედი ტრანსპორტზე მოდის და კერძო ავტომობილი ამ მოცულობის 70%-ზეა პასუხისმგებელი, ასეთი სამგზავროს მთავარი მიზანი გზებზე მანქანების შემცირება და მავნე გამონაბოლქვთან ბრძოლაა.