ესპანელმა სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს.
მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაცია „ქართულის“ ფარგლებში დაკავებულ ქართველებს შორის ე.წ “კანონიერი ქურდებიც“ არიან. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოაქლაქეებს ესპანეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები 50-მდე საცხოვრებელი სახლის ძარცვაში ადანაშაულებენ.
არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ძარცვის შედეგად მითვისებული ნივთებისა და თანხის ნაწილი. ცნობილია, რომ სპეცოპერაციას ესპანელი სამართალდამცველები გასული წლის 6 ივნისიდან ატარებდნენ.