LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის პოლიციამ ტერორისტულ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა

86

ესპანეთის პოლიციის ცნობით, კატალონიაში სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანლი მაროკოს სამი და ესპანეთის ერთი მოქალაქე  დაკავეს.

17 აგვისტოს ბარსელონაში სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტი მიკროავტობუსით დაეჯახა გამვლელებს და  13 ადამიანი მოკლა. ხოლო 17 აგვისტოს მოწყობილი თავდასხმისას ქალი გარდაიცვალა.  ასევე ქალაქ კამბრილში პოლიციელებმა ხუთი ეჭვმიტანილი მოკლეს და აცხადებენ, რომ მოკლულებს შორის შესაძლოა, იყოს იმ მიკროავტობუსის მძღოლიც, რომელიც ბარსელონაში გამვლელებს დაეჯახა.

ბოლო მონაცემებით კი ესპანეთში ორი სავარაუდო ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g