LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ორ ქალაქში მფრინავი ტაქსი გამოჩნდება

84
airplan2011

2022 წლისთვის ესპანეთის ორ ქალაქს მფრინავი ტაქსი მოემსახურება. პირველი აეროტაქსები ბარსელონასა და სანტიაგო–დე კომპოსტელაში გამოჩნდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კომპანია Enaire–მ გაავრცელა. დასაწყისისთვის მფრინავი ავტომობილი მხოლოდ ტურისტული ატრაქცია იქნება, რა დროსაც სპეციალისტები მის ეფექტურობასა და გარემოზე ზეგავლენას დააკვირდებიან.

ესპანური აეროტაქსი ერთ–ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ შექმნა. ეს არის უპილოტო აერომობილი, რომელიც მხოლოდ ერთ მგზავრზეა გათვლილი. ამასთან, ადამიანის ნაცვლად მას 150 კგ. ტვირთის გადატანაც შეუძლია. პროტოტიპი 100–300 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს და მისი საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ–ია.

აღსანიშნავია, რომ აეროტაქსი უახლოს მომავალში სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გამოჩნდება. მაგალითად, ავსტრიაში, სადაც მისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის შენება უკვე დაიწყეს. ავსტრიული აეროტაქსი ავსტრიელი და ჩინელი ინჟინერების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მანქანა ორ მგზავრზეა გათვლილი და 150 კმ/სთ–მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები