LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ქუჩებში სწრაფად გადაადგილება იკრძალება

67
spainroaddrive

ესპანეთის ქალაქებში სიჩქარე 30 კმ/სთ–მდე შეიზღუდება. ახალი განკარგულება ძალაში 2020 წლის ბოლოდან შევა და თითქმის ყველა დასახლებაში იმოქმედებს.

ტრანსპორტის მართვის გენერალურმა საბჭომ მაქსიმალური სიჩქარის 50–დან 30–მდე შემცირება ავტოსაგზაო შემთხვევის შესამცირებლად, ასევე ველოსიპედისტების, მოპედების და სხვა მსუბუქი ტრანსპორტის მძღოლებისთვის მეტი უსაფრთხოების შესაქმნელად გადაწყვიტა.

ხელისუფლება არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში სიჩქარის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდეს და  20 კმ/სთ–მდე შეიზღუდოს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ავარიების რაოდენობა 69%–ით გაიზარდა. ამასთან ამ ავარიებში ძირითადად კურიერები მონაწილეობდნენ, ისეთები ვინც მოპედით ან ველოსიპედით გადაადგილდება და ფატალური შედეგიც არაერთხელ დამდგარა.

სიჩქარის 30 კმ/სთ–მდე შეზღუდვა მადრიდის ქუჩებში ჯერ კიდევ 2018 წლიდან მოქმედებს. ამიერიდან კი კანონი სხვა ქალაქების გზებზეც გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები