LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა

84

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჟოზეპ მარია ჟოვე, დააკავა. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს კატალონიის მთავრობის ეკონომიკის დეპარტამენტში განუცხადეს.

ესპანურმა პოლიციამ კატალონიის ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, შრომის და სოციალური საკითხების სამინისტროებში რეიდები ჩაატარა. კატალონიის ვიცეპრეზიდენტის, ორიოლ ჟუნკერასის, თქმით, პოლიცია სააგიტაციო პოსტერებს და რეფერენდუმისთვის განკუთვნილ სხვა მასალებს ეძებდა.

კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს არის დანიშნული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები