ესპანურმა მონაცემების დაცვის ორგანიზაციამ „ფეისბუქი“ 1,2 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზად მომხმარებლების პერსონალური მონაცემების თანხმობის გარეშე გავრცელება დასახელდა.
ორგანიზაციაში დააზუსტეს, რომ „ფეისბუქმა“ არ გააფრთხილა მომხმარებლები , როგორ გამოიყენებს ის მათ ინფორმაციას (იდეოლოგია, სქესი, რელიგიური შეხედულებები და ა.შ).
„ფეისბუქის“ კონფიდენციალურობის პოლიტიკა გაურკვეველ ტერმინოლოგიას მოიცავს. სააგენტო თვლის, რომ სოციალური ქსელი არ ზრუნავს მომხმარებლების სრულ უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.