LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ჯილდოები ჩამოარიგეს: ბენზემამ ფენომენებს აჯობა, მესიმ მე-7 პიჩიჩი მოიგო

107
FORTUNA.GE (18)

„ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის მორიგი პრიზი გადასცეს.

ლეომ კიდევ ერთხელ მოიგო პიჩიჩის ტროფეი, რომელსაც სეზონის საუკეთესო ბომბარდირს აძლევენ. გასულ სეზონში არგენტინელმა 25 გოლი გაიტანა და პრიმერას ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში.

ეს მესის მე-7 პიჩიჩია კარიერაში და თან ზედიზედ მეოთხე.

მესიმ კომენტარიც გააკეთა მიღებულ ჯილდოზე.

 

თქვენ მეშვიდე პიჩიჩი მოიგეთ, ეს წარმოდუგენელი რამაა, არა?
სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამდენ პრიზს თუ მოვიგებდი და ტელმო სარის რეკორდს გავაუმჯობესებდი. ძალიან ბედნიერი ვარ.

უკვე ფიქრობთ მერვე პიჩიჩიზე?
არ ვიცი, ჯერ არ მიფიქრია. ეს ის არ არის, რაც მაწუხებს. უფრო მეტად ვისურვებდი ლა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებას. ასე რომ, ვიბრძოლებთ ამ ტიტულისთვის.

 

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზი მოიგო, რომელსაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ.

„ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ჯილდოა იმისთვის, რა სამუშაოც გავწიე „რეალში“ 2009 წლიდან. დიდი ხანია ამ კლუბში ვარ და სულ ვმუშაობ, რომ გუნდს დავეხმარო.

მესი და რონალდო სულ სხვა დონის ფეხბურთელები არიან. ჩემთვის პატივია მათი გასწრება (რონალდო 2018/19 წლების შემდეგ იტალიაში თამაშობს)“,- თქვა ფრანგმა ფორვარდმა.

აღსანიშნავია, რომ ბენზემა პირველი ფეხბუთელია მესისა და რონალდოს ეპოქაში, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო.

 

„რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა კი რიკარდო სამორას პრიზის მფლობელი გახდა. ეს ჯილდო გაზეთმა Marca-მ დააწესა და გადასცემენ მეკარეს, რომელმაც საშუალოდ მატჩში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა.

„ყველა პრიზი სასიამოვნოა, ეს განსაკუთრებით, რადგან პირველია „რეალში“ და ჩვენ ლა ლიგა მოვიგეთ. მაგრამ გუნდის წარმატება უფრო მეტს ნიშნავს“, – აღნიშნა კურტუამ.

 

ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა დაიმსახურა, რომელიც ხულიენ ლოპეტეგისთან ერთად გაიყო.

„ლოკდაუნის შემდეგ ფეხბურთელებთან ბევრი არ მილაპარაკია, მათ დაბრუნება უნდოდათ და ეს ლამაზად გააკეთეს. ისინი მშივრები იყვნენ და სეზონი ჩემპიონობით დაასრულეს. ეს ჯილდო მათ ეკუთვნით“, – თქვა ზიდანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები