სულ რაღაც 5 წლის შემდეგ ესპანეთის სამ რეგიონს ერთმანეთთან მფრინავი ტაქსი დააკავშირებს. პირველები კი ბალეარის კუნძულები, ვალენსია და ბარსელონა იქნებიან.
აერომობილი ადგილობრივმა კომპანია Expodronica-მ შექმნა. ტაქსის კაბინა 5 მგზავრზე იქნება გათვლილი და ტრანსპორტს 300 კილომეტრამდე მანძილის გადალახვა შეეძლება. (ის ქალაქები, რომელთა შორისაც იფრენს ავტომობილი დაახლოებით ამ მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებული.)
აეროტაქსი ეს იქნება დრონი, რომელიც 4 პატარა ოთხძრავიან დრონს გააერთიანებს. ავტომობილი ელექტროენერგიაზე იმუშავებს.
ამ დროისთვის პროექტის ავტორები პირველ მოქმედ პროტოტიპზე მუშაობენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აერომობილები 2026 წლიდან ტურისტულ ფრენებზე იქნებიან ორიენტირებული.
საჰაერო ტაქსის პროექტზე აქტიურად მუშაობენ სხვა ევროპული ქვეყნები თუ ქალაქები. მაგალითად, პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი გეგმავს, რომ აეროტაქსი აეროპორტში 2030 წლიდან გაუშვას.