LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში საუკეთესო ბრიტანელი ბომბარდირი ბეილი გახდა

52

მადრიდის ”რეალის” უელსელი შემტევი გარეთ ბეილი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც ბრიტანეთიდან თამაშობდნენ ესპანეთში.

26 წლის უელსელმა ლეგენდარულ გარი ლინეკერს გაუსწრო.

”რეალმა” გუშინ საშინაო არენაზე ”სევილიას” 4:0 აჯობა, ბეილიმ 66-ე წუთზე გაიტანა. ეს მისთვის ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 43-ე გოლია და დიდი ბრიტანეთიდან საუკეთესო გოლეადორის სახელისთვის ბრძოლაში ”ბარსელონას” ექს-ფორვარდს გარი ლინეკერს გადაასწრო.

საერთო ჯამში, ამ სეზონში, ლა ლიგის 17 მატჩში ბეილის ანგარიშზე 14 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

 

 

CeBvotJW8AABIui

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები