LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში სოფელი 260 000 ევროდ იყიდება

146
maxresdefault

ესპანეთისა და პორტუგალიის საზღვარზე მდებარე სოფელი 260 000 ევროდ იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სალტო დე კასტრო მთლიანობაში 44 სახლს მოიცავს და მადრიდიდან 3 საათის სავალზეა განთავსებული. გარდა სახლებისა იქვეა სკოლა, ბაღი, ეკლესია, სასტუმრო და სხვა საჭირო დაწესებულებები, მოკლედ ყველაფერი გარდა ადამიანებისა. ოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სოფელში არავის უცხოვრია.

თუკი ისტორიას დავეყრდნობით, სალტო დე კასტრო გასული საუკუნის 50-იან წლებში ელექტრომომარაგების კომპანიამ თავისი მუშებისთვის ააშენა. ამ ტერიტორიაზე რეზერვუარს აშენებდნენ. მშენებლობა დასრულდა თუ არა სოფელიც მაშინვე ყველამ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის გაყიდვის შემდეგ განცხადება გავრცელდა, ადგილით 50 ათასამდე ვიზიტორი დაინტერესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები