LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში უფასო სამგზავრო ბარათების პროგრამა 2023 წელსაც გაგრძელდება

62
43258

ესპანეთი მატარებლის უფასო ბილეთებს 2023 წლის ბოლომდე დაარიგებს. არადა აქამდე ითვლებოდა, რომ ტურისტული პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ The local ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი გადამზიდის Renfe-ს მატარებლებით მგზავრობა სექტემბრიდან გახდა უფასო. ამ დროისთვის ესპანელებმა 1,5 მილიონზე მეტი უფასო ბილეთი გამოიყენეს და რკინიგზის მგზავრთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.

ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ადგილობრივებსა და ტურისტებს უფასო ან შეღავათიან სამგზავრო ბილეთებს სთავაზობს. მაგალითად, გერმანიაში 9 ევროიანი სამგზავროები იყიდებოდა და ისინი ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა.

ასეთი ინიციატივების მიზანი ჰაერში მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა, რაც გზებზე კერძო ავტომობილების რიცხვის კლებას უკავშირდება.

2050 წლისთვის ევროპაში გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები მაქსიმალურად უნდა იყოს მოგვარებული, ასეთი მიზანი დაისახა ევროკავშირმა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საკითხში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები