„ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა“ – ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ვალენსიის რეგიონულ ლიდერზე, კარლოს მასონზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „აღმოაჩინეს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრები“.
ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები.
ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელმა, კარლოს მაზონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტიქიის გამო სამაშველო სამსახურები ზოგიერთ რაიონში ჩარჩენილ მოქალაქეებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ალბასეტეს პროვინციაში, ლეტურის მუნიციპალიტეტში, 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.