ესპანეთში მიმდინარეობს ფეროლის 32-ე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, სადაც 300 აპლიკანტს შორის, ოთხი ქართველი მუსიკოსი პირველი ტურის გავლის შემდგომ, 25 საუკეთესო მონაწილეს შორის აღმოჩნდა.
მათ შორის არიან კონსერვატორიის სტუდენტები – გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი. მეოთხე ქართველი კი ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრები პიანისტი ეკა ბოკუჩავაა.