ესპანური გამოცემა “ელ მუნდოს”ცნობით, მადრიდის პოლიციამ ბინის ძარცვის ბრალდებით ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან.
მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე აიყვანეს. ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტის შედეგად ბინის მეპატრონე მსუბუქად დაშავდა.
მძარცველი და მისი თანამზრახველი ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.
მათ საცხოვრებლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ხელსაწყოები აღმოაჩინეს, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, ძარცვის დროს იყენებდნენ.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულებს მსგავსი დანაშაულის არა ერთ შემთხვევასთან აქვთ კავშირი.