ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ”ლოტუსი” მომხმარებლებს 28 და 29 სექტემბერს NIGHT SALE-ს სთავაზობს.
მასშტაბური აქციის ფარგლებში, მსურველებს 60 %-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ლოტუს-გარდენის მენეჯერმა, ხატია ფირცხალავამ აღნიშნა, SALE ცენტრში წარმოდგენილ ყველა პროდუქციაზე მოქმედებს.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ლოტუსი 2010 წლიდან ოპერირებს და დღეს, თბილისში 5 ფილიალის სახითაა წარმოდგენილი. სწრაფად მზარდი კომპანია, ბაზარზე არსებული წამყვანი ბრენდების ულტრათანამედროვე აპარატურის უახლესი მოდელებით ხელმძღვანელობს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეცილაისტებით. ლოტუსი წარმატებით აერთიანებს პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელ, ინვაზიურ თუ არაინვაზიურ პროცედურებსა და პლასტიკურ ქირურგიას.
თბილისში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ”ლოტუსის” 5 ფილიანი ფუნქციონირებს. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს ხშირად სთავაზობს.