LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

89

აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა და ქართულმა სამზარეულომ ესტონელების მოწონება დაიმსახურა – ამის შესახებ “ფორტუნას” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

ბალტიისპირეთში ყველაზე ძველ და ფართომასშტაბიან გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. კულინარიული მასტერკლასებისას ვიზიტორებისთვის იქვე მომზადდა აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელები და სხვა ქართული კერძები, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია.

 

როგორც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობისას გაირკვა, გამოფენაზე მოსული ვიზიტორების უმრავლესობა დაინტერესებულია ბათუმში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობით. აჭარის სტენდი გამოფენაზე ესტონური მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესტონელი ვიზიტორების რეგიონში მოზიდვის მიზნით წელს პირველად, მარკეტინგულ და პიარ კამპანიებს ესტონეთშიც იწყებს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე შეხვდენენ სარეკლამო კომპანიებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლებს, რომლებიც გეგმავენ ესტონელი ტურისტები აჭარითა და საქართველოთი დააინტერესონ.

„ესტონეთი ერთ-ერთია იმ ახალ სამიზნე ქვეყნებს შორის, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ვგეგმავთ. რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია და ვფიქრობთ, ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოების შემთხვეევაში კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ იმოგზაურონ აჭარაში,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნონა მარკარიანმა.

 

magti 5g