„ელექსირის“ მაღალტექნოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ესტონურ ბაზარზე შედის. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად კომპანია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ „ელექსირმა“ ესტონეთის ეროვნული ბიოციდული პროდუქტის რეგისტრაციის სერტიფიკატი მოიპოვა, რომლის თანახმადაც, „ელექსირის” უნივერსალური სადეზინფექციო საშუალება შესაბამისობაშია ესტონეთის ჯანმრთელობის საბჭოს მიერ დამტკიცებულ რეგლამენტთან და აკმაყოფილებს ბაზარზე განთავსებისა და გამოყენებისთვის საჭირო ნორმებს.
სერტიფიკატის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2UHZJ7R