LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთი ავტომობილებზე გადასახადს აწესებს

129
ესტონეთი

ესტონეთში ავტომობილის ფლობაზე გადასახადს აწესებენ. ბალტიისპირეთის სახელმწიფომ უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებისთვის 2025 წლიდან სპეციალურ მოსაკრებელს შემოიღებს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ გზით მოქალაქეებს მეტი სტიმული ექნებათ, ავტომობილებზე უარი თქვან და ბევრად ეკოლოგიური ალტერნატივა აირჩიონ.

ესტონეთის პრემიერის თქმით გადასახადის მიზანი პირადი ავტომობილების ექსპლუატაციის შემცირებაა, განსაკუთრებით კი ქალაქებში.

საქმე ისაა, რომ ესტონეთის ავტოპარკი ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და „ბინძურია“. ევროკავშირში ავტომობილთა საშუალო ასაკი 12 წელს შეადგენს, ხოლო ესტონეთში  – 17-ს. გარდა ამისა, 2022 წელს ყველაზე მეტი გამონაბოლქვის მქონე მანქანები ესტონელებმა შეიძინეს.მინისტრმა ისიც აღიარა, რომ გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში აუცილებელ მოგებასაც მოიტანს.

გადასახადი ძალაში 2025 წლიდან შევა და მისი ოდენობა გამონაბოლქვის რაოდენობაზე, ასევე ავტომობილის მასაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები