Global Relocation Index-ის განახლებული მონაცემების თანახმად, 2026 წელს საცხოვრებლად გადასასვლელად საუკეთესო ქვეყნად ესტონეთი დასახელდა.
Global Relocation Index-ი 192 ქვეყანას 24 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, რომლებიც დაჯგუფებულია ოთხ კატეგორიად: ფინანსები და გადასახადები, ცხოვრების პირობები და ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, ინტეგრაცია და შესაძლებლობები.
ესტონეთმა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა საბანკო ინფრასტრუქტურის, ბიზნეს შესაძლებლობების, არარეზიდენტთათვის საკუთრების ფლობის უფლების, ბევრი მწვანე სივრცისა და ქუჩის უსაფრთხოების წყალობით.
ესტონეთთან ერთად, საცხოვრებლად გადასასვლელად საუკეთესო ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ: სინგაპური, მალაიზია, პორტუგალია, ტაივანი, ლიეტუვა, ჰონგ-კონგი, კუნძულოვანი სახელმწიფო სენტ-კიტსი და ნევისი, ჩეხეთი და მალტა.
