LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთის აქტიური როლი მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის – გიორგი მარგველაშვილი

63

“ნათელი ხედვა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ და გააჩნია ჩვენს ესტონელ მეგობრებს, უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ჩვენი ერთობლივი არეალისთვის, სადაც ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას,” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის პრეზიდენტს.

პრეზიდენტებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა და ამ წუთებში საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე ისაუბრა.

“ჩვენი ქვეყნისათვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტია. პირველ რიგში, ხაზი მინდა, გავუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო იღებს ესტონეთიდან. ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც ზუსტად აფიქსირებს მხარდაჭერას სუვერენიტეტის და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების მიმართ.

“თქვენი აქტიური როლი საერთაშორისო ფორუმებში მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის. ჩვენ მივესალმებით ნათელ განცხადებებს, რომელიც თქვენს მიერ კეთდება. ჩვენ მიმოვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებიც  და პოზიცია მომავალი სამიტების მიმართ.

“ბოლოს მინდა, აღვნიშნო, რომ წელს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ.  რუსეთის იმპერიის დანგრევის შედეგად დავიხსენით თავი რუსული იმპერიისგან და მომავალ წელს გვექნება 100 წლისთავი ორივე სახელმწიფოს,” – განაცხად გიორგი მარგველაშვილმა.