ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. სამინისტრო თავდასხმებს „საზიზღარს და აღმაშფოთებელს“ უწოდებს.
ესტონეთი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.
“აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე. ესტონეთი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს”, – ნათქვამია განცხადებაში.