LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კობახიძეს: „ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს“

206
კობახიძე და ესტონეთის ექსპრეზიდენტი

„ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს“, – ამ განცხადებით ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

აღნიშნულით ილვესი კარლ ბილდტზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება:

„როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს.“ – წერს თომას ჰენდრიკ ილვესი „ტვიტერზე.“

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბილდტის ცოლის კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დაქირავებული „ლობისტი“ იყო და საქართველოს ბიუჯეტიდან „მილიონები აქვს მოპარული.“  ამავე შინაარსის განცხადებები კი პრემიერის შემდეგ, ირაკლი კობახიძემაც გაახმოვანა.

ეს ბიჭი რელსებიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის – კარლ ბილდტი ღარიბაშვილს ეხმაურება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g