LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთმა რუსული ნომრების მქონე ავტომობილებს საზღვარი ჩაუკეტა

140
1587953-614987-756x425

13 სექტემბრიდან ესტონეთმა რუსი ავტომფლობელებისთვის საზღვრები ჩაკეტა. რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის აკრძალვა მოქმედებს მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა მეპატრონე ან მძღოლი. ჯერ-ჯერობით არაფერია ნათქვამი იმის შესახებ ჩამოართმევენ თუ არა რუსებს ავტომობილებს ესტონეთში შესვლის მცდელობისთვის.

შეგახსენებთ, რომ რუსული ნომრების მქონე სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდვის დაწესებაზე წარსულში ევროკომისია საუბრობდა. გამოქვეყნებული განმარტების მიხედვით, იკრძალება რუსეთიდან პროდუქციის შეტანა მიუხედავად მისი გამოყენების მიზნებისა თუ ევროპის ტერიტორიაზე გაჩერების ვადებისა.

ევროკავშირის ტერიტორიაზე შემავალი ქვეყნების ნაციონალურ სასაზღვრო პუნქტებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მისცეს, ამასთან რეკომენდაცია გასცეს რომ განსაკუთრებული ყურადღება სამგზავრო ავტომობილების შეყვანის აკრძალვას დაუთმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g