LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი, სადაც „წყევლა“ გადაიღეს, ვიზიტორებისთვის გაიხსნება

707
scary-house

The Harrisville სწორედ ასე ქვია სახლს, რომლის ინსპირაციითაც 2013 წელს საკულტო საშინელებათა ფილმი „The conjuring“ ანუ – „წყევლა“ გადაიღეს. კომპლექსს, რომელიც როდ-აილენდში მდებარეობს, ახალი მფლობელები ყავს და ისინი მზად არიან, კარი ნებისმიერი მსურველისთვის გახსნან.

კორი და ჯენიფერ ჰეინზებმა გადაწყვიტეს, რომ 1736 წელს აშენებული მისტიკური ნაგებობა ნამდვილ ტურისტულ ატრაქციად აქციონ. მათ სჯერათ, რომ ეს იქნება ყველაზე საშიში და ძალიან საინტერესო, პარანორმალური მოგზაურობა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელი იქნება.

სიახლემ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და დაწყევლილი სახლის მონახულების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ხოლო თუ რა ეღირება ამოუცნობ არსებებთან ერთად გასეირნება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g