“ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საფრთხის გადავლაზე საუბარი ნაადრევია და შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს.
„რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი”, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.