LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთერ ჭკადუა: „ჩემი ყოფილი ქმარი წმინდანია, მე ვიყავი ცუდი გოგო…“

686
ეთერ ჭკადუა

აშშ-ში ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა, რომელიც საოცარ ნახატებს ქმნის, ჟურნალ „სარკეს“ თავისი პირადი ცხოვრებისა და ყოფილი ქმრის შესახებ ესაუბრება, რომელიც ამერიკელი გახლდათ:

„სიყვარული იმ ადამიანის მიმართ არასდროს გამიქრება. სულ ვამბობ, ცხოვრებაში რამდენიმე წმინდა ადამიანი შემხვდა და ქევინი ერთ-ერთია მართლა წმინდანს ჰგავს თავისი შინაგანი სამყაროთი, მე ვიყავი ცუდი გოგო. მივეჩვიე, რომ ჩემი საქმისთვის მიმეხედა და ოჯახი მეორე ადგილზე დავაყენე. ქევინისთვის ჩემი ეს მდგომარეობა ბუნებრივი აღმოჩნდა, რადგან რომ გამიცნო, ისე მოეწონა ჩემი ნახატები, მიხვდა, ვერ გამაჩერებდა და ვერ მეტყოდა, დაანებე შენს საქმეს თავი და ოჯახზე ვიფიქროთო. მითხრა, შენ ხელოვანი ხარ და თავისუფლება გჭირდებაო. მიხვდა ჩემს მდგომარეობას და გამიშვა. ქევინისნაირი საოცარი ადამიანი ალბათ აღარ შემხვდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g