LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთერ თათარაიძე: „არ მიყვარს, როცა ჯიშსა და მოდგმას უცებ კარგავენ და ძალიან ქალაქელდებიან. ნამდვილ ქალაქელებს ვეთაყვანები, ვგიჟდები თბილისზე, მაგრამ ისე მოვკვდები, რომ ქალაქელი ვერ გავხდები….“

156
page

ცნობილი ფილოლოგი, პოეტი და ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე მეუღლესთან, ამირან არაბულთან ერთად საუბრობს ჟურნალ „სარკესთან“. ცოლ-ქმარი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეუნახეს მთის ტრადიციები ქალაქში დაბადებულ შვილებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– თქვენი შვილები ქალაქში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როგორ შეუნახეთ მათ მთის ტრადიციები?

ამირანი: რა თქმა უნდა, ქალაქში შვილების გაზრდა ძნელია. საკმაოდ მკაცრი მამა ვარ. შვილებს მაქსიმუმს ვთხოვ.

ეთერი: არ მიყვარს, როცა ჯიშსა და მოდგმას უცებ კარგავენ და ძალიან ქალაქელდებიან. ნამდვილ ქალაქელებს ვეთაყვანები, ვგიჟდები თბილისზე, მაგრამ ისე მოვკვდები, რომ ქალაქელი ვერ გავხდები. მინდია მე-7 კლასში იყო, როცა შუა ზამთარში ამირანმა შვეულმფრენით ხევსურეთში, სოფელ არხოტში წაიყვანა. შვეულმფრენით იქ პროდუქტები ჩაჰქონდათ. ამირანი ღამით მარტო დაბრუნდა. მინდიამ დამალვა იცოდა, კარზე ზარს რომ დარეკავდა, იმალებოდა. ვიფიქრე, ისევ დაიმალა-მეთქი. ამირანმა მითხრა, მინდია იქ დავტოვე, არმაზს ჩავაბარე, ვუთხარი, დაიხმარე, ყველაფერი გააკეთებინე, რაც საჭიროაო. კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ რაღას ვიზამდი? ერთი თვის შემდეგ მინდია სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. ექსპედიციებში შვილებიც დაგვყავდა. გიჟდებიან თავიანთ თუშეთზე, ხევზე, ჯუთაზე.

 ბატონო ამირან, რას ვერ აპატიებთ შვილებს?

ამირანი: საკუთარი გვარისა და მოდგმის დაუფასებლობას და იმ შესაძლებლობების კეთილად გამოუყენებლობას, რაც ყველა ადამიანში დევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g